logo_geo
უკრაინის პრეზიდენტის ოფისი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ეს მხოლოდ დასაწყისია
- +

17 მარტი. 2023. 21:12

 

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრიი ერმაკმა განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი მხოლოდ დასაწყისია.

დღეს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ვლადიმირ პუტინს უკრაინაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე პასუხისმგებლობას აკისრებს.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ასევე გასცა რუსეთის პრეზიდენტის აპარატში ბავშვთა უფლებების კომისრის დაკავების ორდერი.

2022 წლის მარტში, საქართველომ 37 ქვეყანასთან ერთად უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან ჩადენილი ომის დანაშაულებების გამოძიების მოთხოვნით ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიმართა.

big_banner
არქივი