საფრანგეთის პარლამენტის მიერ საპენსიო რეფორმის დამტკიცების წინააღმდეგ გამართული აქცია გვიან ღამით მასობრივ არეულობასა და დარბევაში გადაიზარდა. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
აქციის მონაწილეები პრეზიდენტ მაკრონის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვით, საპენსიო ზღვარმა აიწია.