logo_geo
„კრედიტ სუისი“ უმსხვილესმა შვეიცარიულმა ბანკმა, „UBS“-მა შეისყიდა
- +

20 მარტი. 2023. 10:03

 

 

საერთაშორისო ფინანსურ ბაზარზე პანიკის შესაჩერებლად შვეიცარიული ბანკი „კრედიტ სუისი“ უმსხვილესმა შვეიცარიულმა ბანკმა, „UBS“-მა შეისყიდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

 

შვეიცარიის ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შვეიცარიის მთავრობის შუამდგომლობით გაფორმებული შეთანხმება ფინანსურ სტაბილურობას უზრუნველყოფს.

 

„UBS“ გადაიხდის სამ მილიარდ შვეიცარიულ ფრანკს (3,25 მლრდ აშშ დოლარი) „კრედიტ სუისის“ შესასყიდად – დაახლოებით 60 პროცენტით ნაკლებს, ვიდრე ბანკის ღირებულება იყო პარასკევს, ბაზრების დახურვისას. გარიგების დროს „კრედიტ სუისის“ აქციონერებს ხმის უფლება ჩამოართვეს. ისინი მიიღებენ ერთ აქციას „UBS“-ში ყოველ 22,48 აქციაზე, რაც მათ საკუთრებაშია და რასაც ბანკი 3,15 მილიარდ დოლარად აფასებს.

 

17 მარტს, ბაზრების დახურვისას „კრედიტ სუისი“ დაახლოებით რვა მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.

 

 

big_banner
არქივი