logo_geo
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ჰააგის სასამართლოს პროკურორისა და მოსამართლეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა
- +

20 მარტი. 2023. 17:11

 

 

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და მოსამართლეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით იტყობინება.

 

„საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის კარიმ აჰმად ხანის და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეების ტომოკო აკანეს, როსარიო სალვატორე აიტალასა და სერხიო გერარდო უგალდე გოდინესის წინააღმდეგ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

ცნობისთვის, ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.

 

 

big_banner
არქივი