logo_geo
უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი: ჩინეთის ნებისმიერი სამომავლო სამშვიდობო გეგმა უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების სრულად გაყვანას უნდა ეფუძნებოდეს
- +

21 მარტი. 2023. 00:57

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ ჩინეთის ნებისმიერი სამომავლო სამშვიდობო გეგმა უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების სრულად გაყვანას უნდა ეფუძნებოდეს.

24 თებერვალს, ოფიციალურმა პეკინმა უკრაინაში კრიზისის პოლიტიკური დარეგულირების მიზნით 12-პუნქტიანი გეგმა გამოაქვეყნა.

ოლექსი დანილოვის თქმით, ჩინეთის „სამშვიდობო გეგმის“ წარმატებით განხორციელების ფორმულა მოსკოვისგან უკრაინის „სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის“ აღდგენას მოითხოვს.

„პირველი და უმთავრესი პუნქტი არის რუსული საოკუპაციო ძალების ჩაბარება ან გაყვანა უკრაინის ტერიტორიიდან საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების შესაბამისად“, - განაცხადა დანილოვმა.

big_banner
არქივი