logo_geo
ოლექსი დანილოვმა უარყო გამოცემა Politico-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია სავარაუდოდ 100 000 დაღუპული ან დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცის შესახებ
- +

20 მარტი. 2023. 20:39

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სავარაუდოდ 100 000 დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცის შესახებ.

15 მარტს ცნობილმა ამერიკულმა გამოცემა Politico-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-ის სამხედრო ოფიციალური პირების შეფასებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე 100 000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სამხედროებს შორის 100 000 მსხვერპლი არ გვყავს. ეს შეუძლებელია. ომის დროს ეს საიდუმლო ინფორმაციაა, მაგრამ 100 000 სრული სიცრუეა“, - აღნიშნა ოლექსი დანილოვმა.

big_banner
არქივი