logo_geo
სტოლტენბერგი: ჩინეთმა რუსეთს ლეტალური სამხედრო დახმარება არ უნდა გაუწიოს - ეს იქნება უკანონო ომის მხარდაჭერა
- +

22 მარტი. 2023. 00:50

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ არსებობს იმის ნიშნები, რომ რუსეთმა ჩინეთისგან ლეტალური სამხედრო დახმარება მოითხოვა.

ჩვენ არ დაგვიფიქსირებია რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ჩინეთი აწვდის ლეტალურ იარაღს რუსეთს, მაგრამ ჩვენ დავინახეთ გარკვეული ნიშნები, რომ ეს იყო რუსეთის მოთხოვნა და რომ ეს არის საკითხი, რომელსაც პეკინში განიხილავენ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ჩინეთმა რუსეთს ლეტალური სამხედრო დახმარება არ უნდა გაუწიოს. ეს იქნება უკანონო ომის მხარდაჭერა“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

big_banner
არქივი