logo_geo
CNN: აშშ უკრაინისათვის ტანკების მიწოდებას დააჩქარებს
- +

21 მარტი. 2023. 20:29

აშშ უკრაინისათვის ტანკების მიწოდებას დააჩქარებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ მუშაობს უკრაინაში ტანკების მიწოდების დაჩქარებაზე.

„ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. არის გარკვეული ცვლილებები, რომელიც შეგიძლიათ განახორციელოთ, რათა დააჩქაროთ ეს. პენტაგონი მუშაობს და მათ ექნებათ მეტი სათქმელი იმ შესწორებებზე, რასაც ახორციელებენ“, - აღნიშნა ჯონ კირბიმ.

big_banner
არქივი