logo_geo
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინას დაახლოებით 120 მილიარდი დოლარის სამხედრო, ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარება გაუწიეს
- +

22 მარტი. 2023. 00:20

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინას დაახლოებით 120 მილიარდი დოლარის სამხედრო, ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარება გაუწიეს. ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის წლიურ (2022) ანგარიშშია ნათქვამი.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის დახმარების უმსხვილესი დონორი შეერთებული შტატებია, თუმცა ევროპის სახელმწიფოებმა და კანადამ ჯამში მთლიანი დახმარების ნახევარზე მეტი უზრუნველყვეს.

როგორც დოკუმენტშია ხაზგასმული, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული სრულმასშტაბური ომი „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში უსაფრთხოების ყველაზე დიდი კრიზისია“ და უშუალო საფრთხეა მთელი საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგისთვის.

„პუტინმა არ უნდა გაიმარჯვოს. თუ ის მოიგებს, ეს აჩვენებს, რომ აგრესია მუშაობს. ეს საშიში იქნება ჩვენი უსაფრთხოებისა და მთელი მსოფლიოსთვის“, - ხაზს უსვამს ნატოს გენერალური მდივანი ყოველწლიურ ანგარიშში.

big_banner
არქივი