logo_geo
ავღანეთსა და პაკისტანში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა
- +

22 მარტი. 2023. 09:40

 

 

ჩრდილო-აღმოსავლეთ ავღანეთსა და პაკისტანში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა.

 

6.5 მაგნიტუდის მიწისძვრამ შენობები დააზიანა და მეწყერი გამოიწვია.

 

ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ლაგმანის პროვინციაში, კატასტროფების მართვის სამინისტროს სპიკერის შაფიულა რაჰიმის განცხადებით, სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 8 კი დაშავდა.

 

პაკისტანის კატასტროფების მართვის პროვინციული ორგანოს ცნობით, მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი. დაშავებულია 44-მდე ადამიანი.

 

 

big_banner
არქივი