logo_geo
ნიდერლანდებში მაჩვებმა სარკინიგზო მოძრაობა შეაფერხეს
- +

22 მარტი. 2023. 12:13

 

 

ნიდერლანდებში მაჩვების მიერ გათხრილი მიწის გამო სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხდა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, მაჩვები მიწას პირდაპირ ლიანდაგების ქვეშ თხრიან, რის გამოც სარკინიგზო გზის ჩანგრევის საშიშროება იზრდება. შედეგად, ქვეყნის სამხრეთსა და ჩრდილოეთში, ზოგ მარშრუტზე მოძრაობა სულ მცირე ერთი კვირის განმავლობაშია შეჩერებული.

 

პრობლემას ის გარემოებაც ართულებს, რომ მაჩვები ნიდერლანდებში დაცული სახეობაა. ამიტომ, სპეციალისტებს ბევრი დრო დასჭირდებათ, რადგან ცხოველებს სხვა ლოკაციაზე გადასაყვანად ან მათი ბინადრობის არეალის შესაცვლელად ნებართვაა საჭირო. ამ ეტაპზე სარკინიგზო კამპანიაში ქვიშის გორაკის დაყრას გეგმავენ იქ, სადაც მაჩვები სოროების გათხრას შეძლებენ.

 

big_banner
არქივი