logo_geo
საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა აქციებზე წესრიგის სერიოზული დარღვევის, თავდასხმისა და დეპუტატებზე მუქარის გამო დაკავებული დემონსტრანტების მიმართ სისტემატური და სწრაფი სისხლისსამართლებრივი რეაგირება მოითხოვა
- +

22 მარტი. 2023. 19:55

საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა, ერიკ დიუპონ-მორეტიმ პროკურორებს საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე საზოგადოებრივი წესრიგის სერიოზული დარღვევის, ადამიანებსა და საკუთრებაზე თავდასხმისა და დეპუტატებზე მუქარის გამო დაკავებული დემონსტრანტების მიმართ სისტემატური და სწრაფი სისხლისსამართლებრივი რეაგირებისკენ მოუწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

18 მარტს გაგზავნილ წერილში, იუსტიციის მინისტრმა პროკურორებს მოუწოდა, „განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ სამართალდარღვევებს, რომელიც არჩეული თანამდებობის პირების მიმართ იქნება ჩადენილი“.

„თქვენ უზრუნველყოფთ სისტემატურ და სწრაფ სისხლისსამართლებრივ რეაგირებას ამ კონტექსტში ჩატარებულ პროცედურებზე“, - ნათქვამია წერილში.

მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საპროტესტო აქციებზე დაფიქსირებული ძალადობა დასაგმობია.

big_banner
არქივი