logo_geo
ესტონეთის პრემიერი: ნატოს ქვეყნები უნდა მოემზადონ უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის
- +

23 მარტი. 2023. 01:22

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ნატოს ქვეყნები უნდა მოემზადონ უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის და მოკავშირეებს მოუწოდა, გაზარდონ თავდაცვის ხარჯები.

„რუსეთი ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის მოემზადა და ჩვენც ასე უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა ესტონეთის მთავრობის მეთაურმა.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ნატოს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, გაზარდონ თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 2%-იანი ზღვრის მიღმა.

big_banner
არქივი