Reuters-ის ინფორმაციით, ტაილანდის სამხედრო სასამართლომ მონარქის შეურაცხყოფისთვის მამაკაცს 35-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
თავდაპირველად, სასამართლომ 34 წლის ვიჩან ტელვონგს 70-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, მაგრამ შემდეგ მან დანაშაული აღიარა, რის გამოც სასჯელი გაუნახევრეს.
შეგახსენებთ, რომ ტაილანდში სამი წლის წინ მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, მონარქის შეურაცხყოფისთვის საერთო ჯამში, 73 ადამიანი დააპატიმრეს.