logo_geo
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი: თუ პოლიტიკა გადაწყვეტს, ვის შეუძლია მონაწილეობა მიიღოს შეჯიბრში, მაშინ სპორტი და სპორტსმენები პოლიტიკის ინსტრუმენტები გახდებიან
- +

23 მარტი. 2023. 21:31

 

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ტომას ბახმა პოლიტიკოსებს მოუწოდა, პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთისგან გამიჯნონ და დაიცვა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გეგმა 2024 წლის პარიზის თამაშებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ჩართვის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

თუ პოლიტიკა გადაწყვეტს, ვის შეუძლია მონაწილეობა მიიღოს შეჯიბრში, მაშინ სპორტი და სპორტსმენები პოლიტიკის ინსტრუმენტები გახდებიან“, - აღნიშნა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა.

„თუ სპორტსმენებს პოლიტიკური მიზეზების გამო გავრიცხავთ, საერთაშორისო სპორტული სისტემის დაცემის წინაშე აღმოვჩნდებით“, - განაცხადა მან.

28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოლიმპიადაზე ტერორისტული სახელმწიფოს წარმომადგენლების ადგილი არ არის.

11 თებერვალს, 35 ქვეყნის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ მიიღებენ ზომებს, რათა არ დაუშვან 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებში რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მონაწილეობა.

18 თებერვალს, ევროპარლამენტმა მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს, ზეწოლა მოახდინონ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტზე, რათა რუს და ბელარუს სპორტსმენებს პარიზის ოლიმპიადაზე გამოსვლა აეკრძალოს.

 

 

big_banner
არქივი