logo_geo
ესტონეთმა რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
- +

24 მარტი. 2023. 20:10

 

ესტონეთმა რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

აღნიშნული დიპლომატი მონაწილეობდა ესტონეთის უსაფრთხოებისა და კონსტიტუციური წესრიგის პირდაპირ და აქტიურ შელახვაში, პროპაგანდის გავრცელებით, რომელიც ამართლებს რუსეთის სამხედრო ქმედებებს და იწვევს განხეთქილებას ესტონეთის საზოგადოებაში“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

როგორც ესტონეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რუსმა დიპლომატმა ქვეყანა 29 მარტამდე უნდა დატოვოს.

big_banner
არქივი