logo_geo
ვოლოდიმირ ზელენსკი: შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის ნაკლებობის გამო კონტრიერიშს ჯერჯერობით ვერ ვიწყებთ
- +

25 მარტი. 2023. 17:17

 

 

უკრაინა კონტრიერიშს შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის ნაკლებობის გამო ვერ იწყებს, - ამის შესახებ იაპონურ გამოცემა Yomiuri Shimbun-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

„ველოდებით, როდის მოგვაწვდიან საბრძოლო მასალას ჩვენი პარტნიორები. ჯერჯერობით კონტრიერიშზე გადასვლა არ შეგვიძლია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის აღმოსავლეთში სიტუაცია კვლავ რთულია, მათ შორის იმ გარემოების გამოც, რომ რუსული მხარე ყოველდღიურად უკრაინულზე სამჯერ მეტ საბრძოლო მასალას იყენებს.

 

გარდა ამისა, ზელენსკიმ ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ უკრაინას დამატებითი დახმარება, მათ შორის გამანადგურებლების მიწოდება სჭირდება.

 

 

big_banner
არქივი