logo_geo
აშშ-ში ტორნადოს შედეგად, სულ მცირე, 26 ადამიანი დაიღუპა
- +

26 მარტი. 2023. 11:04

 

 

ტორნადოს შედეგებს ებრძვიან აშშ-ის სამხრეთ შტატებში. Reuters-ის ცნობით, მისისიპისა და ალაბამას შტატებში სტიქიას სულ მცირე 26 ადამიანი ემსხვერპლა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება, მისისიპის ხელისუფლებას შტატის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა აქვს გამოცხადებული.

 

ამერიკული მედიის ცნობით, ქუჩები დამტვრეული ავტომობილებით და მინის ნამსხვრევებით არის სავსე. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა როლინგ-ფორკში - „ქალაქი თითქმის მიწასთანაა გასწორებული“, - წერს BBC.

 

 

big_banner
არქივი