logo_geo
ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთმა ირანიდან უპილოტო საფრენი აპარატების მიღება რეგულარულად დაიწყო
- +

26 მარტი. 2023. 15:35

 

 

რუსეთმა ირანიდან უპილოტო საფრენი აპარატების მიღება რეგულარულად დაიწყო. ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

უწყების განცხადებით, რუსეთმა მარტის დასაწყისიდან უკრაინაში „შაჰიდის“ ტიპის 71 დრონი გამოიყენა. დრონებს ოკუპანტები უკრაინის მიმართულებით კრასნოდარისა და ბრიანსკის ოლქებიდან უშვებენ.

 

 

big_banner
არქივი