logo_geo
ტუნისთან მიგრანტებით სავსე ნავების ჩაძირვას სულ მცირე 29 ადამიანი ემხსვერპლა
- +

26 მარტი. 2023. 22:01

 

 

ტუნისის სიახლოვეს მიგრანტებით დატვირთული სულ მცირე ორი ნავი ჩაიძირა რამდენიმე საათის შუალედით. შედეგად, მინიმუმ 29 ადამიანია დაღუპული. მიგრანტები სუბსაჰარიდან ხმელთაშუა ზღვის გავლით იტალიაში აპირებდნენ გადასვლას.

 

როგორც BBC წერს, ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ტუნისის სანაპიროებიდან მიგრანტებით სავსე კიდევ ხუთი ნავი ჩაიძირა.

 

„შემთხვევებს წინ უძღოდა ტუნისში არარეგისტრირებული აფრიკელი მიგრანტების საწინააღმდეგო კამპაია“, - წერს გამოცემა.

 

როგორც იტალიაში ოფიციალური პირები აცხადებენ, კუნძულ ლამპედუზაზე ბოლო 24 საათის განმავლობაში რეკორდული რაოდენობის, 2500 მიგრანტი შევიდა.

 

ბოლო პერიოდში ტუნისი ევროპაში გადასვლის მსურველი მიგრანტებისთვის ერთგვარ კერად არის ქცეული. გაეროს მონაცემებით, წელს იტალიის სანაპიროებზე ტუნისიდან ჩასული სულ მცირე 12 000 მიგრანტი მიიღეს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი სულ ასეთი 1300 შემთხვევა იყო.

 

ამასთან, როგორც Reuters ტუნისის სანაპირო დაცვაზე დაყრდნობით იტყობინება, ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ევროპისკენ მიმავალი 80 ნავი იქნა შეჩერებული, რომელთაც ჯამში 3 000 მიგრანტი გადაჰყავდათ.

 

 

big_banner
არქივი