logo_geo
ისრაელის 27 ქალაქის მერი მთავრობის მიერ წარდგენილი სასამართლო რეფორმის გამო შიმშილობას აცხადებს
- +

27 მარტი. 2023. 16:31

 

 

ისრაელის 27 ქალაქის მერებმა შიმშილობა გამოაცხადეს. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მთავრობის მიერ წარდგენილ სასამართლო რეფორმას აპროტესტებენ.

 

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების განცხადებით, შიმშილობას ხვალიდან დაიწყებენ.

 

„ჩვენ, ადგილობრივი ხელისუფლების მერები ყველა პოლიტიკური სპექტრიდან, ხვალ დილიდან ვიწყებთ შიმშილობას იერუსალიმში, პრემიერ-მინისტრის ოფისის წინ, მოთხოვნით, დასრულდეს უზარმაზარი კრიზისი და კატასტროფა, რომლისკენაც ისრაელი მიექანება, ქვეყნის უსაფრთხოების დარღვევის პრევენციისა და ერთიანობის შენარჩუნებისთვის“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

 

ისრაელში მოქალაქეები აპროტესტებენ რეფორმას, რომლის გატარების შემთხვევაშიც უზენაესი სასამართლო მთავრობის მიერ მიღებული კანონების მოქმედების შეჩერებას ვეღარ შეძლებს. ამავე ცვლილებებით, მოსამართლეების დანიშვნისას კანონმდებლებს გადამწყვეტი ხმა ექნებათ.

 

 

big_banner
არქივი