logo_geo
ნატო რუსეთს სახიფათო და უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკის გამო აკრიტიკებს
- +

27 მარტი. 2023. 19:55

ნატომ გააკრიტიკა ოფიციალური მოსკოვი სახიფათო და უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკის გამო მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს.

26 მარტს, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავიც პირველი ივლისისთვის მზად იქნება.

„ნატო ფხიზლადაა და ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას. ჩვენ არ გვინახავს რაიმე ცვლილება რუსეთის ბირთვულ მიდგომაში“, - აღნიშნა ალიანსის სპიკერმა, ოანა ლუნგესკუმ.

big_banner
არქივი