logo_geo
Der Spiegel: გერმანიამ უკრაინას Leopard 2-ის 18 ტანკი გადასცა
- +

28 მარტი. 2023. 00:32

 

გერმანიამ უკრაინას Leopard 2-ის 18 ტანკი გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Der Spiegel-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბოლო ტანკები გერმანიიდან გასული კვირის ბოლოს გაიყვანეს და ცოტა ხნის წინ უკრაინულ მხარეს გადაცეს.

Leopard 2-ის გარდა, გერმანიამ ასევე გადასცა უკრაინას 40-მდე ადრე დაპირებული Marder-ის ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანა.

Der Spiegel-ის წყაროების თანახმად, უკრაინამ Leopard 2-ის ტანკები „იარაღის დიდი პაკეტითა და სათადარიგო ნაწილებით“ მიიღო.

big_banner
არქივი