logo_geo
შოტლანდიის ნაციონალური პარტიის ახალ ლიდერად ჰუმზა იუსაფი აირჩიეს
- +

28 მარტი. 2023. 01:38

 

შოტლანდიის ნაციონალური პარტიის ახალ ლიდერად ჰუმზა იუსაფი აირჩიეს. შიდაპარტიული არჩევნების მეორე ტურში მან თანაპარტიელთა ხმების 52%-ზე მეტი მიიღო.

თებერვალში, შოტლანდიის ნაციონალური პარტიის ლიდერმა და შოტლანდიის პირველმა მინისტრმა, ნიკოლა სტერჯენმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს.

სამშაბათს ჰუმზა იუსაფის კანდიდატურას შოტლანდიის პარლამენტში განიხილავენ, რის შემდეგაც, მას შოტლანდიის ახალ პირველ მინისტრად დაამტკიცებენ.

ჰუმზა იუსაფი პაკისტანელი იმიგრანტების შვილია. ის გლაზგოშია დაიბადა.

big_banner
არქივი