logo_geo
ჩარლზ მესამე მეფის რანგში პირველი საგარეო ვიზიტით გერმანიაში ჩავიდა
- +

29 მარტი. 2023. 16:32

 

 

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამე და დედოფალი-კონსორტი კამილა გერმანიაში ჩავიდნენ. ამის შესახებ CNN იტყობინება.

 

ტელეარხის ცნობით, ეს ჩარლზის პირველი საგარეო ვიზიტია საზღვარგარეთ მეფის რანგში და ის 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. სამეფო წყვილის დახვედრის ოფიციალურ ცერემონიას გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და მისი მეუღლე უმასპინძლებენ. 30 მარტს კი მეფის ბუნდესტაგში გამოსვლაა დაგეგმილი.

 

ჩარლზის წინა ვიზიტი გერმანიაში 2020 წელს შედგა, როდესაც ის ჯერ კიდევ უელსის პრინცი იყო.

 

 

big_banner
არქივი