logo_geo
ერდოღანის განცხადებით, 27 აპრილს თურქეთში შესაძლოა ვლადიმირ პუტინი ჩავიდეს
- +

30 მარტი. 2023. 10:35

 

 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შესაძლოა 27 აპრილს თურქეთში ჩავიდეს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, 27 აპრილს თურქეთი თავის პირველ ატომურ ელექტროსადგურს გახსნის, ცერემონიას კი შესაძლოა პუტინი დაესწროს, ვინაიდან „აკუიუს“ ელექტროსადგურის მშენებლობაში რუსული კომპანია „როსატომი“ მონაწილეობდა.

 

„27 აპრილს პუტინი შეიძლება ჩამოვიდეს, ან ინტერნეტის საშუალებით დავუკავშირდებით და ერთად გადავდგამთ პირველ ნაბიჯს „აკუიუს“ ელექტროსადგურზე“, - განაცხადა ერდოღანმა.

 

17 მარტს, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ვლადიმირ პუტინს უკრაინაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე პასუხისმგებლობას აკისრებს.

 

ვლადიმირ პუტინი, დაბადებული 1952 წლის 7 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, სავარაუდოდ პასუხისმგებელია ომის დანაშაულზე, რაც გამოიხატება მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციასა და მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო გადაყვანაში უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

 

 

 

 

big_banner
არქივი