logo_geo
მაია სანდუ: რუსეთს სურს გამოიყენოს მოლდოვა უკრაინის წინააღმდეგ ისევე, როგორც ბელარუსს იყენებს
- +

31 მარტი. 2023. 00:37

 

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ რუსეთს სურს გამოიყენოს მოლდოვა უკრაინის წინააღმდეგ ისევე, როგორც ბელარუსს იყენებს.

რუსეთის მცდელობა ძირი გამოუთხაროს, დაამხოს ხელისუფლება და ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები. გასაგებია, რომ რუსეთი ცდილობს პრორუსული ხელისუფლების შექმნას კიშინიოვში, რათა გამოიყენოს მოლდოვა უკრაინის წინააღმდეგ, როგორც ეს ხდება, მაგალითად, ბელარუსის შემთხვევაში“, - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.

თქვენ ნახეთ კრემლის ბოლო განცხადებები, რომ ბელარუსის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებენ. ეს არის ზუსტად ის, რისი გაკეთებაც რუსეთს სურს მოლდოვის შემთხვევაში. თუმცა, დღეს მოლდოვაში არის დამოუკიდებელი მთავრობა, არჩეული მისი მოქალაქეების მიერ, რომელიც მუშაობს მოქალაქეებისა და მოლდოვას საკეთილდღეოდ, ამიტომ მისი გამოყენება შეუძლებელია ისე, როგორც პრორუსული ხელმძღვანელობის გამოყენება“, - აღნიშნა მაია სანდუმ.

 

 

big_banner
არქივი