logo_geo
ტრამპი: მაკრონი, რომელიც ჩემი მეგობარია, ჩინეთს უკანალზე კოცნის - საფრანგეთი ახლა ჩინეთისკენ მიდის?
- +

12 აპრილი. 2023. 19:26

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საფრანგეთის პრეზიდენტიმ, ემანუელ მაკრონი ჩინეთისადმი დამოკიდებულების გამო გააკრიტიკა.

გადარეული სამყარო გვაქვს, რომელიც ფეთქდება და აშშ-ს აბსოლუტურად არაფერი აქვს სათქმელი. და მაკრონი, რომელიც ჩემი მეგობარია, ჩინეთთან არის და უკანალზე კოცნის. საფრანგეთი ახლა ჩინეთისკენ მიდის?“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

9 აპრილს, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპამ უნდა შეამციროს შეერთებულ შტატებზე დამოკიდებულება და თავიდან აირიდოს ჩინეთსა და აშშ-ის შორის ტაივანის საკითხზე კონფლიქტში ჩათრევა. მაკრონი მიიჩნევს, რომ ევროპა უნდა გახდეს მესამე ძალა ტაივანის საკითხში და არ გახდეს ვაშინგტონის ან პეკინის პოზიციის მიმდევარი.

big_banner
არქივი