logo_geo
ზელენსკი: ოკუპანტებმა სასტიკად დაბომბეს ქალაქი სლავიანსკი - ბოროტების სახელმწიფომ კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი არსი
- +

14 აპრილი. 2023. 21:28

 

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ ქალაქ სლავიანსკის საცხოვრებელი უბნების დაბომბვას გამოეხმაურა.

„ოკუპანტებმა სასტიკად დაბომბეს ქალაქი. მათ საცხოვრებელ კორპუსებს დაატყეს. სამწუხაროდ, არიან დაჭრილები და დაღუპულები“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ბოროტების სახელმწიფომ კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი არსი, უბრალოდ შუადღით კლავს ადამიანებს, ანადგურებს, ანგრევს მთელ სიცოცხლეს.

„ის უბრალოდ კლავს ხალხს დღის შუქზე და ანადგურებს ყველა ცოცხალ არსებას. აუცილებლად დაეკისრება სამართლიანი პასუხისმგებლობა ტერორიზმის ყველა გამოვლინებას. ჩვენ არ დავტოვებთ რუსეთის არცერთ კვალს ჩვენს მიწაზე და არცერთ მტერს დაუსჯელად“, - განაცხადა მან.

big_banner
არქივი