logo_geo
იაპონიის პრემიერ-მინისტრის საჯარო გამოსვლის ადგილის მახლობლად აფეთქება მოხდა
- +

15 აპრილი. 2023. 10:40

 

 

იაპონიის ქალაქ ვაკაიამაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ფუმიო კიშიდას საჯარო გამოსვლის ადგილის მახლობლად აფეთქება მოხდა.

 

ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა უსაფრთხო ადგილას, შემდეგ კი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ის გარკვეული დროის განმავლობაში რჩებოდა.

 

სამართალდამცველებმა ინციდენტის ადგილზე ერთი ადამიანი დააკავეს.

 

 

big_banner
არქივი