logo_geo
პოლონეთმა უკრაინიდან მარცვლეულისა და საკვების იმპორტი აკრძალა
- +

15 აპრილი. 2023. 20:10

 

 

პოლონეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა საკვების იმპორტი აკრძალოს.

 

პოლონეთის მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება პოლონეთის სოფლის მეურნეობის სექტორის დაცვის მიზნით გახდა საჭირო.

 

უკრაინული მარცვლეულის დიდი რაოდენობა ლოგისტიკური შეფერხებების ფონზე, ევროპის ქვეყნების ტერიტორიაზე დარჩა, რამაც ადგილობრივი ფერმერების ინტერესები დააზარალა, რადგან უკრაინული მარცვლეული გაცილებით იაფია, ვიდრე ევროკავშირში წარმოებული მარცვლეული. 

 

„ჩვენ ვართ და ვრჩებით უკრაინის უცვლელი მეგობრები და მოკავშირეები. ჩვენ მხარს დავუჭერთ მას და მხარს ვუჭერთ, მაგრამ ყოველი სახელმწიფოს, ყველა ხელისუფლების მოვალეობაა, ნებისმიერ შემთხვევაში, დაიცვას თავისი მოქალაქეების ინტერესები“, - განაცხადა პარტია „კანონი და სამართლიანობის“ ლიდერმა იაროსლავ კაჩინსკიმ.

 

 

 

big_banner
არქივი