logo_geo
ირანში უკრაინული „ბოინგის“ ჩამოგდებაში დამნაშავე სამხედროებს განაჩენები გამოუტანეს
- +

17 აპრილი. 2023. 13:59

 

 

ირანელ სამხედროებს, რომლებმაც 2020 წელს, თეირანთან უკრაინული Boeing 737-800 შეცდომით ჩამოაგდეს, განაჩენი გამოუტანეს. ამის შესახებ IRNA წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, 10 ბრალდებულს 1-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

 

ყველაზე დიდი სასჯელი საჰაერო თავდაცვის სისტემისოპერატორს მიუსაჯეს, რომელმაც თვითმფრინავი მტრულ ობიექტად მიიჩნია და მეთაურის ბრძანების გარეშე „ბოინგის“ მიმართულებით 2 რაკეტა გაუშვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მან დაღუპულთა ნათესავებს კომპენსაციაც უნდა გადაუხადოს. ოპერატორის სახელი არ საჯაროვდება.

 

უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების Boeing 737-800 თეირანის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ 8 იანვარს ჩამოაგდეს. დაიღუპა 176 ადამიანი. თავიდან ირანის ხელისუფლება კატასტროფის მიზეზად ძრავის აფეთქებას ასახელებდა, თუმცა შემდეგ აღიარა, რომ თვითმფრინავი შეცდომით ჩამოაგდეს.

 

 

big_banner
არქივი