logo_geo
მოსკოვში ონლაინ თამაშ „ლურჯი ვეშაპის“ ერთ-ერთი შემქმნელი დააკავეს
- +

12 ივნისი. 2017. 18:59


მოსკოვში სახიფათო ონლაინ თამაშის, „ლურჯი ვეშაპის", ერთ-ერთი შემქმნელი დააკავეს. 26 წლის ილია სიდოროვი სამართალდამცველებმა ჩელიაბინსკის რეგიონში გადაიყვანეს. დაკითხვის დროს ეჭვმიტანილმა აღიარა, რომ ადმინისტრატორი იყო ერთ-ერთი ჯგუფის, რომელშიც 32 არასრულწლოვანი იყო გაწევრიანებული.


მისი ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 5 მობილური ტელეფონი, პლანშეტი და რამდენიმე სიმბარათი ამოიღეს. დაკავებულს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.


თამაშის წესების თანახმად, ახალგაზრდებს 50 დავალებას აძლევდნენ, საბოლოო მიზანი კი თვითმკვლელობა იყო.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი