logo_geo
სამხრეთ კორეამ, აშშ-მა და იაპონიამ იაპონიის ზღვაში წვრთნები დაიწყეს
- +

17 აპრილი. 2023. 17:23

 

 

ამერიკის შეერთებული შტატები, სამხრეთ კორეა და იაპონია იაპონიის ზღვაში ერთობლივ წვრთნას ატარებენ. როგორც ცნობილია, სამმხრივ სწავლებაში სამი მოიერიშე თვითმფრინავია ჩართული. სამხედრო წვრთნა უსაფრთხოების სფეროში კოორდინაციის გაძლიერებას ემსახურება.

 

რამდენიმე დღის წინ ოფიციალურმა ფხენიანმა პირველად მყარი საწვავის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა. სწორედ ამიტომ სამმხრივ სამხედრო სწავლებაში კომპიუტერული სიმულაციების გამოყენებით, ბალისტიკური რაკეტების სამიზნეების აღმოჩენისა და თვალთვალის პროცედურები განხორციელდება.

big_banner
არქივი