logo_geo
ოლექსი დანილოვი: უკრაინა კონტრშეტევას მაშინ დაიწყებს, როცა მზად იქნება
- +

18 აპრილი. 2023. 11:50

 

 

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, უკრაინის მიერ კონტრშეტევის წამოწყება მხოლოდ დროის საკითხია.

 

მისივე თქმით, უკრაინას შეტევის დასაწყებად საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის მიღებაში მოკავშირეები ეხმარებიან.

 

„თუ ჩვენ მზად არ ვიქნებით, მოუმზადებლად არავინ იმოქმედებს. პენტაგონიდან საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვა კონტრშეტევაზე არ იმოქმედებს. კონტრშეტევის მსგავსი საკითხები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დახურულ შეხვედრებზე წყდება და მხოლოდ იქ გადაწყდება, როდის, რა მიმართულებით, რა ტემპით გავათავისუფლებთ ჩვენს ტერიტორიას. კონტრშეტევისთვის მოსამზადებლად ჩვენ ვმუშაობთ ყოველდღე, შაბათისა და კვირის ჩათვლით. ომში შვებულება არ არსებობს“, - განაცხადა დანილოვმა.

 

 

big_banner
არქივი