logo_geo
ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდა, ჩინეთის წინაშე ერთიანობა გამოიჩინონ
- +

19 აპრილი. 2023. 01:12

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდა, ჩინეთის წინაშე ერთიანობა გამოიჩინონ.

„ჩინეთთან დაკავშირებით ძლიერი ევროპული პოლიტიკა ეყრდნობა ძლიერ კოორდინაციას წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის და მზადყოფნას, თავიდან აირიდოს დაყოფა“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

„ბოლო დღეებსა და კვირებში ჩვენ უკვე დავინახეთ ეს ტაქტიკა მოქმედებაში და ახლა დროა ევროპაც გადავიდეს მოქმედებაზე. ახლა დროა გამოვავლინოთ ჩვენი კოლექტიური ნება“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

big_banner
არქივი