logo_geo
ოლექსი რეზნიკოვი: უკრაინამ მწვანე შუქი მიიღო ნატოს შესყიდვების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის
- +

21 აპრილი. 2023. 19:03

 

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინამ მწვანე შუქი მიიღო ნატოს მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის.

მოხარული ვარ, რომ მწვანე შუქი მივიღეთ ნატოს შესყიდვების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის. ეს მოიცავს ეროვნული შესყიდვების მიმოხილვასა და საუკეთესო რჩევებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთვის“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა.

„უკრაინამ ნატოსთან თავსებადობის უპრეცედენტო დონეს მიაღწია. ჩვენ, დე ფაქტო, უკვე ვართ ალიანსის უსაფრთხოების სივრცის ნაწილი. გამოვთქვი იმედი, რომ ეს დააჩქარებს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მან.

big_banner
არქივი