logo_geo
„მერსედესი“ ელექტრომობილების საწარმოებში მილიარდობით დოლარის ინვესტირებას იწყებს
- +

23 აპრილი. 2023. 10:33

 

 

გერმანული საავტომობილო ჟურნალის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „Mercedes“ ჩინეთში, გერმანიასა და უნგრეთში საკუთარი საწარმოების მოდერნიზებისათვის მილიარდობით დოლარის მოცულობის ინვესტირებას იწყებს. ელექტრომობილების წარმოებაზე მასობრივად გადასვლის წინ ავტომწარმოებელი საწარმოო შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე ფიქრობს და საწარმოების მიერ გამოყოფილი გამონაბოლქვის შემცირება სურს.

 

შეგახსენებთ, რომ პარალელურად ევროკავშირი გამონაბოლქვების გამოყოფის სამიზნე რიცხვის შემცირებაზე მუშაობს, რაც სამგზავრო ავტომობილების მიერ სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში წარმოქმნილ ნახშირორჟანგის შემცირებაზე ფოკუსირდება. გარდა ამისა, პოლიტიკურ-ეკონომიკური გაერთიანება 2035 წლიდან წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვის აკრძალვის შეთანხმებაზეც მუშაობს.

 

„Mercedes“-ის ინვესტიციას გრძელვადიანი მიზნები აქვს. კომპანიის განცხადებით, ბრენდი სრულად ელექტროწარმოებაზე გადასასვლელად მიმდინარე ათწლეულის დასასრულისათვის მზად იქნება.

 

 

big_banner
არქივი