logo_geo
საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა სუდანიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს
- +

23 აპრილი. 2023. 14:16

 

 

საფრანგეთი სუდანიდან თავისი მოქალაქეების, მათ შორის დიპლომატების, ევაკუაციას ახორციელებს, - ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

 

უწყების ცნობით, მათ სწრაფი ევაკუაციის ოპერაცია დაიწყეს და ქვეყნის დატოვებაში ევროპისა და მოკავშირე ქვეყნების მოქალაქეებსაც დაეხმარებიან.

 

სუდანიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო ნიდერლანდებმაც.

 

„მიმდინარეობს ოპერაცია რამდენიმე ქვეყნის მიერ სუდანიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. ნიდერლანდები მონაწილეობს იორდანიის გუნდთან ერთად. ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ჰოლანდიელები იქიდან რაც შეიძლება სწრაფად და უსაფრთხოდ გამოიყვანონ“, - განაცხადა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვოპკე ჰუკსტრამ.

 

შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ სუდანიდან ამერიკელი დიპლომატებისა და მათი ოჯახების ევაკუაცია განხორციელდა. 150-ზე მეტი მოქალაქე, დიპლომატი და სხვა ოფიციალური პირი გაიყვანეს სუდანიდან. ისინი, ძირითადად, სპარსეთის ყურის ქვეყნების, ასევე ეგვიპტის, პაკისტანისა და კანადის მოქალაქეები იყვნენ.

 

სუდანში მდგომარეობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც არმიასა და „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის 15 აპრილს შეტაკებები დაიწყო. ორი დღის წინ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ დაპირისპირების შედეგად 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 3 500 დაშავდა.

 

 

big_banner
არქივი