logo_geo
ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთს არ შეუძლია ჩვენი დამარცხება და ამიტომ ამბობს, რომ უკრაინაში NATO-სთან ომობს
- +

24 აპრილი. 2023. 13:32

 

 

„რუსეთი ამბობს, რომ უკრაინაში NATO-სთან ომობს, რადგანაც არ შეუძლია ჩვენი დამარცხება“, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „ალ არაბიასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთს არ შეუძლია, აღიაროს ბრძოლის ველზე წარუმატებლობა და ამიტომ ამტკიცებს, რომ უკრაინაში NATO-ს ეომება.

 

„ძალიან სასაცილოა, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე NATO-ს ეომება. რუსეთი ეომება უკრაინას. და რადგანაც მას არ შეუძლია პატიოსნად ომი, ამიტომ ის უკვე ამბობს, რომ NATO-ს ეომება. მას რცხვენია, აღიაროს, რომ ქვეყანას, რომელიც 40-ჯერ აღემატება სიდიდით უკრაინას, არ შეუძლია ჩვენი დამარცხება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

ზელენსკის თქმით, NATO არ აწარმოებს აგრესიულ ომს რუსეთის წინააღმდეგ,

 

„დღეს NATO არ არის შეტევითი ალიანსი. მე ვერ ვხედავ, რომ NATO-ს ქვეყნები დღეს რაიმე ომს აჩაღებდნენ. ვერ ვხედავ NATO-ს რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნას. მე ვერ ვხედავ ვერცერთ NATO-ელს, რომელიც კლავს რუსს მათ ტერიტორიაზე ან სადმე სხვაგან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

big_banner
არქივი