logo_geo
ევროკომისია უკრაინას 1.5 მილიარდი ევროს დამატებით დაფინანსებას გამოუყოფს
- +

26 აპრილი. 2023. 00:15

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია უკრაინას 1.5 მილიარდი ევროს დამატებით დაფინანსებას გამოუყოფს.

„დღეს ჩვენ უკრაინას გამოვუყოფთ დამატებით 1.5 მილიარდ ევროს ჩვენი წლიური მაკროფინანსური დახმარების პაკეტის ფარგლებში. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის აგრესიას, შეინარჩუნოს მისი ინსტიტუტები და ინფრასტრუქტურა და განახორციელოს გადამწყვეტი რეფორმები“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

big_banner
არქივი