logo_geo
თურქეთის პრეზიდენტის სპიკერი: ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ უკრაინაში ომის დასასრულებლად - მთავარია, შეწყდეს სისხლისღვრა
- +

27 აპრილი. 2023. 01:15

თურქეთის პრეზიდენტის სპიკერი, იბრაჰიმ ქალინი უკრაინაში ომის სამი ან ხუთწლიანი მოლაპარაკებების გზით დასრულების ინიციატივით გამოვიდა.

ომის გაგრძელების ნაცვლად, მოდით შევჩერდეთ 3-5-წლიანი სამშვიდობო მოლაპარაკებების ვარიანტზე. მთავარია, შეწყდეს სისხლისღვრა. ჩვენ განვიხილავთ დიალოგის წინსვლის შესაძლებლობებს არსებული სიტუაციის გათვალისწინებით“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მან ასევე მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობასა და უშუალოდ დასავლეთის ქვეყნებს მოწოდებით, ფსონი დადონ მშვიდობაზე და არა ომზე.

„მოდით, ყველა ღონე ვიხმაროთ უკრაინაში ომის დასასრულებლად. ამ ომის გაგრძელება და მისი ფარგლების გაფართოება გლობალური კატასტროფის რისკებს შეიცავს. მნიშვნელოვანია ამ ომის გაჩერება. უპირატესობა დიპლომატიას უნდა მიეცეს. ფსონი მშვიდობაზე და არა ომზე უნდა დავდოთ!“ - დასძინა რეჯეფ თაიფ ერდოღანის პრესმდივანმა.

big_banner
არქივი