logo_geo
პუტინს მოლდოვაში შესვლა აეკრძალა
- +

28 აპრილი. 2023. 15:55

 

 

მოლდოვის პრემიერ-მინისტრის დორინ რეჩანის განცხადებით, კრემლის ლიდერს ვლადიმირ პუტინს მოლდოვაში შესვლა აეკრძალა.

 

რეჩანის თქმით, მოლდოვას აქვს რუსეთის მოქალაქეების შავი სია, რომლებსაც ქვეყანაში შესვლის უფლება არ აქვთ.

 

„რაღაც მომენტში გავაკეთებთ საჯარო სიას, თუმცა ამ მომენტისთვის საკმარისია ის მექანიზმი, რაც დღეს გვაქვს. ზოგიერთი ოფიციალური პირი ამ სიაში მხოლოდ მაშინ ხვდება, როცა მოლდოვაში შესვლას ცდილობს“, – აცხადებს მოლდოვის პრეზიდენტი.

 

ინფორმაციისთვის, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 17 მარტს ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

 

რუსეთი არ არის რომის სტატუტის მომხრე და მას არ აღიარებს.

 

 

big_banner
არქივი