logo_geo
სუდანში თურქი მოქალაქეების ევაკუაციისთვის განკუთვნილ თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნეს
- +

28 აპრილი. 2023. 18:39

 

 

სუდანში თურქი მოქალაქეების ევაკუაციისთვის განკუთვნილ თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნეს.

 

სუდანის არმია „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ თურქული თვითმფრინავისთვის, რომელსაც სუდანიდან დარჩენილი თურქი მოქალაქეების ევაკუაცია უნდა მოეხდინა, ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს.

 

არმიის განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქულ C-130 სამხედრო თვითმფრინავს ერთ-ერთ აეროპორტში დაშვებისას ცეცხლი გაუჩნდა, რამაც საწვავის სისტემა დააზიანა და  ეკიპაჟის ერთი წევრი დაშავდა. თუმცა, თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა აეროპორტში, სადაც მას ტექნიკური სამუშაოები ჩაუტარდა.

 

სუდანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, არმიასა და მის კონკურენტ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებების შედეგად სულ მცირე 460 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 4000-ზე მეტი დაშავდა.

 

25 აპრილს ქვეყანაში 72-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა, რათა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ხარტუმისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების დატოვების შესაძლებლობა ჰქონოდათ.

 

 

big_banner
არქივი