აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე, ამერიკელი მწერალი სტივენ კინგი დაბლოკა. ამის შესახებ თავად კინგი წერს:
„ტრამპმა ამიკრძალა მისი თვითების კითხვა. შეიძლება თავი მოვიკლა", - აცხადებს მწერალი.
პოსტი ბიზნესმენმა ეიჯეი ჯოშიმ დააკომენტარა. მან კინგს აცნობა, რომ ტრამპი ბლოკავს ყველას, ვინც არ ეთანხმება. "საუკეთესოებს ეგრე გვემართება", - დაამატა ჯოშიმ.