logo_geo
ზელენსკი: პარტნიორებს არ შეიძლება ჰქონდეთ ტაბუ უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაწევაზე
- +

29 აპრილი. 2023. 01:54

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პარტნიორებს არ შეიძლება ჰქონდეთ ტაბუ უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაწევაზე.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მიწოდებული დახმარება -საჰაერო თავდაცვის სისტემა, სამხედრო თვითმფრინავი, იარაღი და ჯავშანმანქანა- გადარჩენილი სიცოცხლეა.

„ვფიქრობ, ჩვენი დღევანდელი საუბრის ერთ-ერთი მთავარი დასკვნა [ჩეხეთისა და სლოვაკეთის ლიდერებთან] უნდა იყოს დასკვნა, რომ უსაფრთხოების დაცვის საკითხებში არ შეიძლება იყოს ტაბუ. ყოველი ხელოვნურად არჩეული შეზღუდვა უკრაინისთვის არის კიდევ ერთი ტერორისტული შესაძლებლობა რუსეთის ფედერაციისთვის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

big_banner
არქივი