logo_geo
ევგენი პრიგოჟინი: „ვაგნერმა“ შეიძლება მალე არსებობა შეწყვიტოს
- +

29 აპრილი. 2023. 12:00

 

 

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ შეიძლება მალე არსებობა შეწყვიტოს. ამის შესახებ „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა. ინფორმაციას „Deutche Welle“ ავრცელებს.

 

პრიგოჟინმა კვლავ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მის შენაერთებს საკმარისი რაოდენობის ჭურვებსა და ტყვია-წამალს არ აწვდის.

 

„ვაგნერი“ შეიძლება უბრალოდ დამთავრდეს და არსებობა შეწყვიტოს. ისტორიას ჩავბარდებით“, - განაცხადა პრიგოჟინმა სემიონ პეგოვისთვის მიცემულ ინტერვიუში.

 

პრიგოჟინი „ჭურვების შიმშილს“ პირველად არ უჩივის და რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელებს ქვეყნის ინტერესების ღალატშიც კი ადანაშაულებს. მიმდინარე კვირას პრიგოჟინმა განაცხადა, რომ „ვაგნერი“ ბახმუტში სერიოზულ დანაკარგს განიცდის და ის კარგად შეიარაღებული უკრაინული ძალების კონტრშეტევის საფრთხეზე საუბრობს.

 

 

 

big_banner
არქივი