logo_geo
რუსეთის ბრიანსკის ოლქში, რკინიგზაზე მომხდარი აფეთქების გამო, სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავიდა
- +

1 მაისი. 2023. 16:43

 

 

რუსეთის ბრიანსკის ოლქში, რკინიგზაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა, რის შედეგადაც სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავიდა, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ ბოგომაზმა განაცხადა.

 

„უნეჩას რაიონში, ბრიანსკ-უნეჩას რკინიგზის 136-ე კილომეტრზე, ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა, რის შედეგადაც სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავიდა. მსხვერპლი არ არის“, - დაწერა გუბერნატორმა „ტელეგრამის“ არხზე.

 

მისივე ცნობით, რელსებიდან 7 ვაგონი გადავიდა.

 

რუსული მედიის ინფორმაციით, ადგილზე ოპერატიული სამსახურები და ქალაქის სახანძრო ბრიგადები მუშაობენ. შედეგების აღმოსაფხვრელად სამუშაოების კოორდინაციის მიზნით, „რუსეთის რკინიგზამ“ ოპერატიული შტაბი შექმნა.

 

 

big_banner
არქივი