logo_geo
საფრანგეთის პოლიციის კომისართა გაერთიანების სპიკერი: პარიზში პოლიციელს „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს - როდემდე მოვუთმენთ ამ მეამბოხეებს, რომლებსაც ჩვენი დემოკრატია მძევლად ჰყავთ აყვანილი?
- +

2 მაისი. 2023. 00:18

პარიზში, შრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქცია აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა, რომლის დროსაც პოლიციელების მიმართულებით „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლეს.

ინციდენტს პოლიციის კომისართა დამოუკიდებელი გაერთიანების სპიკერი, მატიო ვალე გამოეხმაურა.

„პარიზში პოლიციელი ცეცხლის ალშია გახვეული! როდემდე მოვუთმენთ ამ მეამბოხეებს, რომლებსაც ჩვენი დემოკრატია მძევლად ჰყავთ აყვანილი? მხარდაჭერა ჩვენს კოლეგებს, პოლიციელებსა და ჟანდარმებს“ - აღნიშნა მატიო ვალემ.

big_banner
არქივი