logo_geo
უკრაინული მედია: ევროკავშირის ხუთი წევრი სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლის შემდეგ, ევროკომისიამ დროებითი პრევენციული ზომები მიიღო უკრაინიდან ცალკეული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის მიმართ
- +

3 მაისი. 2023. 00:22

ევროკავშირის ხუთი წევრი სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლის შემდეგ, ევროკომისიამ განსაკუთრებული და დროებითი პრევენციული ზომები მიიღო უკრაინიდან ცალკეული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის მიმართ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ევროკომისიის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

იმპორტის აკრძალვა ეხება უკრაინიდან სოფლის მეურნეობის ოთხ პროდუქტს - ხორბალს, სიმინდს, რაფსისა და მზესუმზირის თესლს. ის მიზნად ისახავს ამ საქონელთან დაკავშირებული „ლოგისტიკური პრობლემების აღმოფხვრას“ ბულგარეთში, უნგრეთში, პოლონეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში.

აღნიშნული ზომა ძალაში 2 მაისს შევა და 5 ივნისამდე იმოქმედებს. აღნიშნულ პერიოდში ამ საქონლის შემოტანა შესაძლებელია ევროკავშირის ყველა ქვეყანაში, გარდა აღნიშნული ხუთისა. ამასთან, უკრაინული პროდუქციის ტრანზიტი შესაძლებელია აღნიშნული ქვეყნების ტერიტორიის გავლით.

„პარალელურად, ბულგარეთმა, უნგრეთმა, პოლონეთმა და სლოვაკეთმა პირობა დადეს, რომ გააუქმებენ ცალმხრივ ზომებს ხორბლის, სიმინდის, რაფსის და მზესუმზირის თესლის, ისევე როგორც უკრაინიდან წარმოშობილი ნებისმიერი სხვა პროდუქტის მიმართ“, - აღნიშნეს ევროკომისიაში.

big_banner
არქივი